Главная » 2017 » მაისი » 19 » ფსიქოლოგიური პორტრეტი: გაიზომეთ ხელი და გაიგეთ თქვენს შესახებ სიმართლე
21:25
ფსიქოლოგიური პორტრეტი: გაიზომეთ ხელი და გაიგეთ თქვენს შესახებ სიმართლე

როგორც ჩანს, თურმე ხელის ზომას ბევრის თქმა შეუძლია  საკუთარ მფლობელზე. გსურთ გაიგოთ თქვენს შესახებ სიმართლე? მაშინ გაიარეთ ტესტი. 

ეცადეთ ერთი ხელით გაზომოთ მეორე ხელის დაშორება მოღუნული ადგილიდან მტევნამდე, ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. თუ თქვენ შეძელით და თითებით მიწვდით ამ ორ ადგილს ერთდროულად, მაშინ დიდი ხელისგულის მეპატრონე ყოფილხართ, ხოლო თუ ვერ შეძელით _ ესე იგი პატარა ხელისგული გქონიათ. 
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ხელისგულის ზომა ეხმარებათ ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენაში. და მოდით, გავარკვიოთ, რა საიდუმლოებებს მალავს ხელისგული. 



1.    დიდი ხელისგული

თქვენ ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მუდმივად გიწევთ მოკრძალებულობისა და მორიდებულობის გადალახვა. მიისწრაფვით სრულყოფისაკენ, ყურადღებას აქცევთ ყველაზე წვრილმან და უმნიშვნელო დეტალებსაც კი. ძალიან კარგი ანალიტიკოსი ხართ. თქვენი სიმშვიდე და საკუთარ თავში დარწმუნებულობა შურს იწვევს ირგვლივმყოფებში. მორიდებულობა და თავშეკავებული ხასიათი ხელს გიშლით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და მიიღოთ ის, რასაც ნამდვილად იმსახურებთ. 

2.    პატარა ხელისგული

თუ თქვენ პატარა ხელისგული გაქვთ, ესე ძალიან მიზანდასახული ადამიანი ხართ, რომელსაც არ ეშინია პრობლემების და საკუთარ თავში დაჯერებული ლახავს მათ. არ შეგიძლიათ დიდხანს იჯდეთ ერთ ადგილას, ამიტომ ხშირად ებმებით სხვადასხვა ავანტურაში. თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს წვრილმანსა და უმნიშვნელოს,  ამის ნაცვლად ფოკუსირებას ახდენთ მთლიან სიტუაციაზე და მიიწევთ თქვენი  მიზნისაკენ. თქვენს მიმნდობ ხასიათს მიჰყავხართ იქამდე, რომ ხანდახან შეცდომებს იმეორებთ. ყველამ იცის როგორი დიდი და კეთილი გული გაქვთ. 

მოგეწონათ ტესტი? გაუზიარეთ ის მეგობრებს. 

წყარო: marketium.ru  
 

 


Категория: ტესტები | Просмотров: 3077 | Добавил: popularsge | Теги: ტესტი, ფსიქოლოგიური ტესტები, ტესტები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar